“ოცნებამ” იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და ოზურგეთში სპეცჯგუფები ჩამოიყვანეს” – კონსტანტინე შარაშენიძე დიპკორპუსს მიმართავს

"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და ოზურგეთში სპეცჯგუფები ჩამოიყვანეს" - კონსტანტინე შარაშენიძე დიპკორპუსს მიმართავსოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე წინასაარჩევნო გარემოს საგანგაშოდ აფასებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. შესაბამის ორგანოებს კი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დღეს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბმა წარმოადგინა სქემაც, რომელიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ეკუთვნის. დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, არჩევნების პროცესი გაყალბდება და მოიგებს მმართველი გუნდის კანდიდატი. თუმცა მათ დღეს ვერ დაასაბუთეს საიდან მოიპოვეს აღნიშნული დოკუმენტი და რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ის ნამდვილად „ქართული ოცნების“ მიერაა შედგენილი.

„ეს არის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების სქემა, მეორე ტურში იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ამიტომ ჩამოიყვანეს სპეციალური ჯგუფები, სპორტსმენები, კორცხელის განმეორება სურთ. რატომ უნდათ, რომ გატეხონ ოზურგეთელების ნება. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, თქვენს სინდისზე იქნება დაპირისპირება. ყველა ზომა მიღებული გვაქვს, ერთ ხმას ვერ გაგვიყალბებს ვერავინ”, – განაცხადა ოპოზიციური გჯუფის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა მისი პრეროგატივაა არაა და ძალოვან სტრუქტურებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე დაძაბული და პრობლემური ოზურგეთშია.

იმედინიუსი