ოზურგეთში ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ოზურგეთში ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდაოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლებმა სოფელ შრომის საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვეს, რომლის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რომ უბანზე, ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ კომისიის წევრმა, რომელიც უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ერთ-ერთ ამომრჩეველს 20 ლარი გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ, მოქალაქემ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

კომისიის წევრი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ამომრჩველი არის მისი ახლობელი და მან ფული ქალბატონს პროდუქტის შესაძენად გადასცა.

მერობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ იგი სახელისუფლო კანდიდატს უგებს და ამის გამო “ქართული ოცნება” რამდენიმე უბნის ჩაშლას აპირებს.

– ამის გარდა, არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი უპირატესობით, სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების ჩაშლაზეა საუბარი სხვადასხვა მეთოდებით. ამ მეთოდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ, ამას ადასტურებს დღევანდელი აქტივობა, – აცხადებს კონსტანტინე შარაშენიძე.

ნიუპოსტი