ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის საარჩევნო ოლქში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 08:00 საათზე საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის საჩივრები არ ფიქსირდება.
ოზურგეთის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე იბრძვიან.
ინტერპრესნიუსი

