რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია “ხიზბ უტ-ტახრირ ალ-ისლამის” ადგილობრივი ქალთა დაჯგუფების მეთაური.
ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება
ქალს ტერორისტული დაჯგუფების შექმნა და მისი მეთაურობა ედება ბრალად.
ოქტომბერში თათრეთის რესპუბლიკაში რუსმა სამართალდამცველებმა ამავე ორგანიზაციის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდასა და მოხალისეების ჩაწერას ეწეოდნენ.
ისლამური განთავისუფლების პარტიის (“ხიზბ უტ-ტახრირ ალ-ისლამი”) მიზანი მსოფლიო ისლამური ხალიფატის შექმნაა.
ნიუპოსტი

