ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინესზაზა ფაჩულიას სან-ანტონიოში ხმაურით შეხვდნენ. ადგილობრივი „სფურსისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩის დაწყებამდე, ქართველის გვარის გამოცხადებას ქომაგების უარყოფითი ოვაციები მოჰყვა და მიზეზიც ყველასთვის ცნობილია: წინა სეზონის პლეი ოფში ზაზასთან ორთაბრძოლისას კავაი ლეონარდმა ტრავმა მიიღო და დღემდე ვერ მომჯობინდა. ამის შესახებ Mercurynews-ი წერს.

ფაჩულია აცხადებს, რომ მისთვის სულერთია უარყოფითი შეძახილები. “ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სპეციალურად წავაქციე ლეონარდი”, – აცხადებს სპორტსმენი.

აღნიშნული შეხვედრა “უორიორსმა” ანგარიშით 112:92 მოიგო. 6 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონს“ გაუთანაბრდა და მასთან ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იყოფს. მორიგი მატჩი ოკლენდელებს 5 ნოემბერს, სტუმრად „დენვერთან“ ელის

იმედინიუსი