ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინეთში წავიდესმადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინურ გუნდში გადავიდეს სათამაშოს. ტორესი, რომელიც 33 წლის არის, უკვე აღარ განიხილება ატლეტიკოში ძირითადი შემადგენლობის წევრად, ამიტომ მისი ამ გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალურია.

ჩინეთში ფერნანდოს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და გარდა ამისა, მას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იწვევენ. ტორესი სავარაუდოდ ამ სეზონს ატლეტიკოში ჩაამთავრებს, ხოლო შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი მომავალი გუნდის შესახებ.