ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შევიდა, რომელზეც, შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან

ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შევიდა, რომელზეც, შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიანფოთის პორტში უკრაინული ბორანი შევიდა, რომელზეც, შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან. თუმცა, ბორანიდან მგზავრები ჯერ არ გადმოსულან.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, შესაძლოა თამაზ შავშიშვილი და სხვა დეპორტირებული ქართველები ოდესიდან ფოთში ბორნით გადაიყვანონ.

ფოთის პორტში უკრაინიდან დეპორტირებული თამაზ შავშიშვილის მამა გიორგი შავშიშვილი იმყოფება.

ნიუპოსტი