ფრიდონ ინჯია საკრებულოში ჩოხით მივიდა

ფრიდონ ინჯია საკრებულოში ჩოხით მივიდათბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაიწყო. სხომა კანონის მიხედვით,ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა. თამარ ჟვანიამ დეპუტატებს არჩევნების შედეგები გააცნო, რის შემდეგაც საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილება ცნო.

თამარ ჟვანიას შემდეგ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია გაუძღვება. ინჯია სხდომაზე ჩოხით გამოცხადდა.