პიკემ ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

პიკემ ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრაბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ ნეიმარის რეალში შესაძლო ტრანფერზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით ეს ტრანსფერი არასოდეს მოხდება. პიკეს სჯერა რომ ნეიმარი მსგავს გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებს:

”ნეიმარი რეალის მაისურით ვერ წარმომიდგენია და იმედი მაქვს ეს არასოდეს მოხდება. ნეიმარი ბავშვს უფრო გააჩენს, ვიდრე რეალში გადავა სათამაშოდ”–განაცხადა ჟერარ პიკემ.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია საუბრები იმის შესახებ რომ რეალი კრიშტიანო რონალდუს შემცვლელად სწორედ ნეიმარის კანდიდატურას განიხილავს.