პოროშენკოს საიდუმლო შეთავაზება და მუქარა სააკაშვილს

პოროშენკოს საიდუმლო შეთავაზება და მუქარა სააკაშვილსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკო სმხრიდან მუქარაზე საუბრობს და მხარდამჭერებს 7 ნოემბერს რადასთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
– ორი დღის წინ მოვიდა ადამიანი ამ კაბინეტში და პრეზიდენტ პოროშენკოსგან გადმომცა: პრეზიდნეტი შენგან ითხოვს, რომ მე ვაკრიტიკო კონკრეტული პოლიტიკოსები ,რომელზედაც ის მიმითითებს და მეორე,რომ მე საერთოდ აღარ ვაკრიტიკო კონკრეტულად თავდაცვის სფეროში არსებული კორუფცია, რადგან ეს პირადად მას ძალიან არ მოსწონს.
ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მოახდენენ ჩემს დეპორტირებას საქართველოში, სადაც პუტინის ბრძანებით მელოდება ციხე, ასევე უშიშროების სამსახური გამოაგდებს მედიაში ვციტირებ: ,,კომპრომატს, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემზე აგროვებდნენ“ მსურს საჯაროდ ვუპასუხო პოროშენკოს და გითხრათ თქვენ, რომ მე რა თქმა უნდა მრცხვენია,რომ უკრაინის პრეზიდნეტი დაკავებულია ყველაზე დაბალი მაფიოზური იაფფასიანი შანტაჟით. მე არ მეშინია არც თქვენი კომპრომატების არც თქვენი მუქარის და არც ციხით დამუქრების.
მაგრამ უფრო მრცხვენია,რომ პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროს მაყურებლად დააყენა გლატკოვსკი, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტომ რამდნიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ქარხანა ჯავშანტექნიკას სამჯერ ძვირად ყიდიდა ,,ლენინის სამჭედლომ“ არმიას შეაჩეჩა უსარგებლო კატერები და ამასთანავე რამოდენიმე დღის წინ წამყვანმა გერმანულმა გაზეთმა ,,ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგმა“ გამოაქვეყნა გამანადგურებელი სტატია ,,კორუფცია კლავს უკრაინელ სამხედროებს“.
სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მითხრა,რომ მათი ინფორმაციით და აზრით ეს ჯგუფი 30-50% ,,ატკატს“ ყველა სამხედრო შეკვეთიდან იღებს.
ეს ყველაფერი ფაქტებია,რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი-კორუფცია კლავს.-ამ შემთხვევაში ის კლავს უკრაინის დამცველებს და ასუსტებს უკრაინას ამასთან აძლიერებს უკრაინის მტერს პუტინის რუსეთს.
მე ადამიანი, რომელიც ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას პუტინთან და მის სისტემასთან არ გავჩუმდები იმ საკითხებზე, რომელიც აძლიერებს და ახარებს პუტინს.
მინდა ყველას მოგიწოდოთ:
ამ კორუფციული სქემების საპასუხოდ (ჯავშანმანქანები ზურგჩანთები და სხვა საკითხები) მოხვიდეთ შვიდ ნოემბერს უმაღლეს რადას მოედანზე რომ შემდეგ არ შეგვრცხვეს რომ არ მოვედით და შემდეგ რომ არავის დავაბრალოთ,რომ რაღაც ისე არ წავიდა.
მე პირადად ვრისკავ საუთარი თავისუფლებითა და სიცოცხლით,რადგან ისინი მე მემუქრებიან გასახლებითა და ციხით. პირობებში რომელსაც პუტინი აკონტროლებს,მაგრამ მე ხელს არ ჩავიქნევ და პოროშენკოსა და პუტინის პირდაპირი მუქარის მიუხედავად ვივლი და ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა კანონიერი საშუალებით, მაგრამ მე მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენს გარეშე არაფერი გამოვა მათ ეშინიათ არა ჩემი მათ ეშინიათ მხოლოდ თქვენი.
მოდი ერთად დავდგეთ და ყველამ ვაჩვენოთ რომ ვარსებობთ. ბოლომდე შევცვალოთ თამაშის წესები და გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე.
დავიცვათ უკრაინის უსაფრთხოება მარტო ამისთვისაც ღირს რომ 7-ში ერთად დავდგეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია-დიდება უკრაინას! – განაცხადა სააკაშვილმა.