პუჩდემონი – ”ესპანეთში დავბრუნდები, თუ 21 დეკემბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ”

პუჩდემონი - ”ესპანეთში დავბრუნდები, თუ 21 დეკემბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ”კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, რომლის ექსტრადირებას ესპანური სასამართლო ბელგიიდან ითხოვს, ესპანეთში დაბრუნების პირობებს ასახელებს. პუჩდემონის თქმით, ის ესპანეთში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კატალონიაში 21 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
პუჩდემონი არჩევნებში ბლოკ „ერთად კატალონიისთვის“ სიით მონაწილეობს.
„თუ თქვენ ჩემი პარლამენტში ყოფნა გსურთ, მე იქ ვიქნები და თანამდებობას დავიკავებ“, – განაცხადა პუჩდემონმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომიაში პირდაპირი მმართველობა შემოიღო, გადააყენა რეგიონალური მთავრობა, დაითხოვა პარლამენტი და 21 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

ინტერპრესნიუსი