ქართული ოცნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

ქართული ოცნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებსეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას კობა გვენეტაძემ პარლამენტში მოსვლით უნდა უპასუხოს.

– ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა, – ამბობს ლევან კობერიძე.

მმართველი პარტიის ამ მოთხოვნას არ იზიარებენ ოპოზიციაში. სერგო რატიანს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და „ქართული ოცნება“ ეროვნულ ბანკზე საუბრით რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

იმედინიუსი