ნინო ბურჯანაძის „როსიას“ ეთერში გამოსვლა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა გააკრიტიკა.
– რუსეთის არხზე ვნახე პირდაპირ ეთერში – ასე გულმხურვალედ , საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, ასე კეკლუცად და ასე პროვინციალურად, ასე უტიფრად, ასეთი უტრირებული რუსული ” აქცენტით”, თავად ნადეჯდა კრუფსკაია , რომ არ ლაპარაკობდა ასე საგულდაგულოდ, ასე სამშობლოს გაყიდვა, მართლა არ მინახავს – 2 შაურად მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ შემისწორეს მეგობრებმა ”დიდ მაყუთად” აკეთებენ მაგას “ეგენიო” – ალბათ , ალბათ და დიდი უბედურება სწორედ ეგაა – ჩვენც ჩვენი ჟირინოვსკი ,გვყავს, როგორც ჩანს- ოღონდ ქალი- კიდევ კარგად მოვაღწიეთ აქამდე , კიდევაც მიკვირს როგორ გადარჩა, ეს მშვენიერი და საწყალი ქვეყანა, სადაც ამდენი ჩამბეზღებელი ცხოვრობს და ხრავს, მაგრამ ამ დროს გამახსენდება ხოლმე ,რომ მაგარი წინაპრები გვყავდა, ვაჟკაცები იყვნენ და მათი თავგანწირვით მოვედით, მათი ჩრდილების ახლაც ეშინიათ ამ პოლიტიკან-თაღლითებს და ბოლოს, რატომ ირღვევა კონსტიტუცია და რატომ არ მუშაობს ოკუპაციის კანონი- ეს კითხვა უკვე ხელისუფლებასთან მაქვს, – დაწერა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანმა.

