პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:
– ყველაფერს აქვს საზღვარი – გვარამიას გარდა, რომელსაც აყვა ცილისწამებაში ნანუკა ჟორჟოლიანი.
რასაც წერენ არის უტიფარი ტყუილი, არც ერთი ეს გვარი რომელიც დაწერეს, არ გათავისუფლებულა პოლიტიკური პატიმრის, არც დევნილის სტატუსით. არც ერთს არ შეხებია პერსონალურად რაიმე სახის გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან. მივმართავ ორივეს – წარმოადგინეთ ერთი მტკიცებულება მაინც იმის დასტურად რაც დაწერეთ საჯაროდ!

