ქსენია სობჩაკი აშშ-ის ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერს – “ჩემმა ქვეყანამ საერთაშორისო ნორმები დაარღვია”

ქსენია სობჩაკი აშშ-ის ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერს - "ჩემმა ქვეყანამ საერთაშორისო ნორმები დაარღვია"რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ტელეკომპანია СNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარს უჭერს.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობების გაუარესებაზე. ჩვენმა ქვეყნამ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, რომლის მიხედვითაც ყირიმი უკრაინას ეკუთვნის,“- განაცხადა სობჩაკმა. ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ს სანქციების დაწესებისას უნდა გაეცალკევებინა რუსეთის ხელისუფლება და რიგითი მოქალაქეები. „მე ამ სანქციებს მხარს ვუჭერ. მაგრამ ის, რომ, რუს სტუდენტებს ამერიკის ვიზის მიღება არ შეუძლიათ არასწორია,“- განაცხადა ტელეწამყვანმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, სობჩაკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მოსახლეობა არჩევნებზე სისტემის წინააღმდეგ ხმის მიცემაზე დაითანხმოს.

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 18 ოქტომბერს განაცხადა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

დონალდ ტრამპმა რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი 2 აგვისტოს მოაწერა.

სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

იმედინიუსი