რატომ იჩხუბეს საბერძნეთში ეკა კვალიაშვილმა და თემურ თათარაშვილმა –  „მე ეკას სისულელეებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ„

რატომ იჩხუბეს საბერძნეთში ეკა კვალიაშვილმა და თემურ თათარაშვილმა -  „მე ეკას სისულელეებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ„ეკა კვალიაშვილის გარშემო სკანდალები არ წყდება. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ, „პრაიმ ტაიმს“ ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა პროდუსერმა მოატყუა და ახლა სახლ-კარის გარეშე დარჩა. ეკას თქმით, საბერძნეთში მისმა კოლეგამაც აწყენინა, რომელსაც ის თავის კოლეგად აღარ თვლის.

„რეიტინგისთვის“ ჯერ კიდევ ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ ეკა კვალიაშვილი თემურ თათარაშვილს საბერძნეთში გაუნაწყენდა. განაწყენების მიზეზს შეგნებულად არ ვასახელებთ.

„რეიტინგი“ თემურ თათარაშვილს დაუკავშირდა.

– ბატონო თემურ, თვალს ადევნებთ ალბათ ეკა კვალიაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ის ამბობს, რომ პროდუსერმა მოატყუა, თქვენც იქ იყავით და მართლა ასე მოხდა?

– არ მინდა მაგაზე კომენტარის გაკეთება. გამორიცხულია.

– თავად ეკამ გააკეთა თქვენზე კომენტარი, ის ინტერვიუში ამბობს, რომ თავის კოლეგად აღარ გთვლით…

– მის ნამუსზე იყოს ყველაფერი. მე ეკას სისულელეებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.

– მართლა მოატყუეს?

– ვისზეც დაწერა მან გასცა პასუხი, მე არაფერი ვიცი ნამდვილად.

– თქვენზე რატომ არის ნაწყენი?

– საიდან მოიტანეთ? არაა ნაწყენი.

– ანუ კარგი ურთიერთობა გაქვთ ისევ?

– გამარჯობით ვხვდებით ერთმანეთს. თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ყველაფერი, მე არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას.

რეიტინგი