რომან გოცირიძე – ”ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”

რომან გოცირიძე - ”ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ რომან გოცირიძე თვლის, რომ სამინისტროების შემცირებაა აუცილებელი და არა მისი ორი ქუდის ნაცვლად ერთ ქუდში მოქცევა.
როორც ენმ-ს წევრი წერს “ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”.

“ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს ივანიშვილის ერთმმართველ რეჟიმს.

როგორც ღარიბაშვილმა არ იცოდა, როდის მოხსნიდნენ, ისე კვირიკაშვილმაც სულ ბოლომ გაიგო, მინისტრებს როდის მოუხსნიდნენ.

სამინისტროების შემცირება აუცილებელია და არა მისი ორი ქუდის ნაცვლად ერთ ქუდში მოქცევა. მთავარია გაუქმდეს სამინისტროების სათაო ოფისები და მის დაქვემდებარებაში შემავალი უსარგებლო უწყებები. ამ ხელისუფლების მმართველობის წლებში ოცზე მეტი ახალი უწყება შეიქმნა. სულ ახლახან კანონპროექტი შემოვიდა კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ და ახალი დეპარტამენტი უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში.

ბიუჯეტის დამტკიცებისას ვნახავთ, რა რაოდენობით შემცირდა ბიუროკრატია და ხარჯები”- წერს გოცირიძე.