ლარის კურსთან დაკავშირებით რომან გოცირიძემ ფეისბუქზე დაწერა:
”2 მილიონ 877 ათას მონღოლურ ტუგრიკს ვთავაზობ იმას, ვინც ერთ მაგალითს მაინც მოიყვანს მთავრობის მიერ გაკეთებული ლარის სწორი პროგნოზისას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და ამდენივეს ვაძლევ იმას, ვინც მოძებნის ჩემს მცდარ პროგნოზს ამავე პერიოდში. არ არის ცოტა ფული:))
ჩემი ფეისბუკი ღიაა და შეგიძლიათ დაიწყოთ ”მოპოვება”.
მოლოდინების ბრალიაო, თანაც ცუდისო! რავა სულ ცუდ სიზმრებს ნახულობს ეს ჩვენი მეფე, იმ მულტფილმისა არ იყოს. არ უვარგა სიზმრების მინისტრი. კარგი მოლოდინები რომ შეუკვეთოს არავინაა მანდ საახლობლოში?
ერთი ფსიქოთერაპევტი სჭირდება და ერთი ლარ-ინგოლოგი და ყველაფერი კარგად იქნება:)))”

