რუსეთის ერთერთ უმდიდრეს ადამიანს, დუმის დეპუტატს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის

რუსეთის ერთერთ უმდიდრეს ადამიანს, დუმის დეპუტატს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელისრუს მილიარდერს, რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრს, სულეიმან კერიმოვს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის.კერიმოვი საფრანგეთის პოლიციამ ნიცას აეროპორტშ ორშაბათშ დააკავა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. დღეს კი სასამართლომ მას ოფიციალურად წაუყენა გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრების ბრალდება. კერიმოვთან ერთად კიდევ 4 ადამიანია დაპატიმრებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც პარლამენტის წევრს, კერიმოვს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, თუმცა ეს ფაქტი საფრანგეთის სამართალდამცავებმა არ გაითვალისწინეს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, კერიმოვი თავისუფალია, თუმცა, მან თავისი პასპორტი საფრანგეთის ხელისუფლებას უნდა ჩააბაროს, გირაოს სახით 5 მილიონი ევრო უნდა ჩააბაროს და საფრანგეთის დეპარტამენტის “ზღვისპირა ალპების” ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

კერიმოვს ბრალად ედება ლაჟვარდოვან სანაპიროზე რამდენიმე ფეშენებელური ვილის შეძენა სხვა პირის მეშვეობით. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით რამდენიმე ათეული მილიონი ევროს გათეთღება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პუტინის პრეზიდენტი დიმიტრი პესკოვი აცხადებენ, რომ კერიმოვს უცხოეთში სისხლის სამართლებრივი დევნისგან დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს და ის ფაქტი, რომ მას თან ეს პასპორტი თან არ ჰქონდა, იმის გამო მოხდა, რომ იგი საფრანგეთში პირადი მიზნებით გაემგზავრა და მისი პასპორტი დუმის კანცელარიაში იყო.

ამ განცხადებას საფრანგეთი მოკლედ პასუხობს – იცავს თუ არა კერიმოვს იმუნიტეტი, ამას საფრანგეთის სასამართლო დაადგენს.