რუსეთში, ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა.
ნანგრევებიდან ორი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. შესაძლებელია, რომ ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი.
შემთხვევა უდმურტის ქუჩის # 261 კორპუსში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი გაზის აფეთქებაა.

