რუსეთში საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული

რუსეთში საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილეა დაკავებულირუსეთის 5 დიდ ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე, ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ meduza წერს.

საუბარია ოპოზიციონერ ვიაჩესლავ მალცევის მხარდამჭერებზე, რომლებმაც მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, პერმში და როსტოვში გამართეს აქციები.

როგორც meduza წერს, ეს ადამიანები “ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის” არიან დაკავებულები.

ბოლო დღეების მანძილზე მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ათეულობით პირი დააკავეს, რომლებიც მოძრაობა «Артподготовка“-ს წევრები არიან. ეს მოძრაობა რუსეთში ექსტრემისტულ მიმართულებად არის მიჩნეული და აკრძალულია. ორგანიზაციის დამფუძნებელია ვიაჩესლავ მალცევი. მის წინააღმდეგ ექსტრემიზმის ბრალდებით საქმეა აღძრული.

ბოლო პერიოდში მალცევი ხშირად ამბობდა, რომ 2017 წლის 5 ნოემბერს რუსეთში რევოლუცია მოხდება.