რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 8 ადამიანირუსეთში, ხაბაროვსკში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი L-410 ნელკანის აეროპორტთან ჩამოვარდა. საგამოძიებო სამსახურები ავიაკატასტროფის სამ სავარაუდო მიზეზზე მუშაობენ. ესენია: უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტის შეცდომა.

იმედინიუსი