რუსმა ტელეწამყვანმა ბორის ნოტკინმა თავი მოიკლა

11 ნოემბერს საღამოს პოდმოსკოვიეში საკუთარ სახლში ცნობილი ტელეწამყვანი ბორის ნოტკინი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.

ტელეწამყვანმა ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: ”ამ ცხოვრებიდან საკუთარი ნებით მივდივარ. ტანჯვით დავიღალე”.

ბორის ნოტკინს სიმსივნე აწუხებდა, რომლის ოპერირება შეუძლებელი იყო. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.