რუსული რაკეტის ჩამოვარდნაში ეპისკოპოსს ადანაშაულებენ, რომელმაც რაკეტა აკურთხა

რუსული რაკეტის ჩამოვარდნაში ეპისკოპოსს ადანაშაულებენ, რომელმაც რაკეტა აკურთხასამშაბათს, 28 ნოემბერს რუსეთმა რაკეტმზიდი Союз-2.1б 19 თანამგზავრთან ერთად არმურის ოლქის კოსმოდრომიდან გაუშვა.

რაკეტის გაშვების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, მან ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს რუსეთის კოსმოსური სააგენტო, თუმცა კომენტარი გააკეთა რუსმა სასულიერო პირმა ანდრეი კურაევმა და სხვა პირებთან ერთად იმ მღვდლების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომლებმაც რაკეტა აკურთხეს.

აღნიშნულ საკითხზე კურაევმა რადიოსადგურ „Говорит Москва“-სთან ისაუბრა.

– როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს და ცუდად გამოსდის, ამან უნდა დააფიქროს, სწორად აკეთებს თუ არა. უცნაურია, რომ ეკლესია მომსახურებას სწევს, მაგრამ მომსახურების ხარისხზე პასუხს არ აგებს. ამაშია პრობლემა. მე ამის ახსნა საღვთისმეტყველო გზით შემიძლია, მესმის, რომ არსებობს ღვთის განგება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ ეპისკოპოსმა ლუკიანმა თავის თავს ეს კითხვა უნდა დაუსვას, ისევე როგორც ეპისკოპოსმა ოოანემ, რომელმაც წყალქვეშა ნავი „კურსკი“ აკურთხა. ეს კითხვა სინდისთანაა: ღმერთო, რატომ არ შეისმინე ჩემი ლოცვა? შესაძლოა ჩემი შენთან ურთიერთობა ნაკლებ ნათელია, ვიდრე მე მეჩვენება? – აცხადებს კურაევი.

ნიუპოსტი