რუსული ტანკები უკრაინაში შევიდნენ – პოროშენკომ სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია

რუსული ტანკები უკრაინაში შევიდნენ - პოროშენკომ სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვიალუგანსკის ოლქში სიტუაციის გამწვავების გამო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სამხედრო კაბინეტის საგანგენო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება.

ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს მიმდინარე პროხცესების შესახებ ანგატიში წარუდგინეს. მთავარი საკითხი რუსული ტანკების მიერ ლუგანსკის ოლქის კრასნოდონსკის რაიონში, უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ბოევიკების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები იყო.

– რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდისა და დაქირავებული ბოევიკების გააქტიურების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუმველყონ, – განაცხადა პოროშენკომ.

ასევე პრეზიდენტმა დაავალა გამყოფი ხაზის სტაბილიზაციის და ცეცხლის შეწყვეტის საკითხების კონტროლისა და კოორდინაციის საერთო ცენტრის უკრიანულ წარმომადგენლობას, რომ აქტიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, რათა მოხდეს განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის მეკავშირეების ინფორმირება.

შეგახსენებთ, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე. წ ლიდერმა იგორ პლოტნიცკიმ ე.წ შს მინისტრის პოსტიდან გადააყენა ოგორ კორნეტი. კორნეტმა თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა და შეიარაღებული ხალხის დახმარებით 21 ნოემბერს ლუგანსკის ცენტრში ადმინისტრაციული შენობა დაიკავა,

ეუთოს დამკვირვებლებმა ლუგანსკში რუსული სამხედრო ტექნიკის და სამხედროების კოლონები დააფიქსირეს.

ნიუპოსტი