სააკაშვილი – ”საქართველოში ჩასვლის არ მეშინია… ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს”

სააკაშვილი - ”საქართველოში ჩასვლის არ მეშინია... ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს”საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
– არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს კარგად მოეხსენება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებებს.
– საქართველოს მთავრობა ძლიერი რომ ყოფილიყო და შეძლებოდა ჩემი ციხეში გამომწყვდევა, ამას უკვე იზამდა, – აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის უმრავლესობა მის გუნდს უჭერს მხარს.
– ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს. ეს არის მათი მთავარი დილემა, – დასძინა მან.

ინტერპრესნიუსი