საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან ბორანზე, რომელიც ფოთისკენ მოემართება.
– ისინი თამაზ შავშიშვილს გაჰყვნენ. შევარდნენ სახლში. როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია. შემდეგ თავზე ტომრები ჩამოაცვეს. მიიყვანეს ბორანზე და მოჰყავთ ფოთში, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი2”-ის ეთერში.
ამასთან, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპორტირებულთა შორის არიან მებრძოლები, რომელთაც აქვთ დამსახურება უკრაინის წინაშე.
როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა.
ინტერპრესნიუსი

