უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერის თქმით, უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება.
– უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს, ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემები და მათი გაძევების შეფერხება სწორედ დანაშაულის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეუშვათ მათთან ექიმები და ადვოკატები, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

