ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ხერხეულიძე, Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
– რაღაც დროს, როგორც ყოველთვის, ნინო ბურჯანაძეს გაულანძღავს მიხეილ სააკაშვილი. ეს გადაცემა უნახავს ქ-ონ მზიას და მე და ხათუნა ოჩიაურს სტუმრად მისულებს მოგვიყვა, რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პანაშვიდიდან, სადაც იცოდა, რომ უეჭველად მივიდოდა ბურჯანაძე.
დაველოდე და მოვიდაო. ჭირისუფალთან მისამძიმრების შემდეგ, ინერციით ჩემსკენაც დაიხარა, მოვწიე ახლოს და ვუთხარი, შე გარეწარო, შენ სანახავად მოვედი აქ, აბა მე გამიმეორე, რა პრეტენზია გაქვს მიშიკოსთანო, – წერს ეკა ხერხეულიძე.

