სააკაშვილმა კიევში მარში გამართა

სააკაშვილმა კიევში მარში გამართაკიევში, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული მარში გაიმართა.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი დროით 13:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციაზე სააკაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ისინი ქვეყანას, საკუთარ ღირსებასა და სინდისს იცავენ.
– მარშით ანტიკორუფციულ სასამართლოს, კანონს იმპიჩმენტის შესახებ და სისტემის შეცვლას ვითხოვთ, – განაცხადა სააკაშვილმა.