სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაფორმებაზე უარი მეორედ განუცხადა. პოლიტიკოსის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ, – ამის შესახებ LIGA.net-ს სააკაშვილის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა რუსლან ჩორნოლუცკიმ განუცხადა.
მისი თქმით, მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე საიმიგრაციო სამსახურში სააკაშვილმა პირადად 31 ოქტომბერს შეიტანა.
– საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ საიმიგრაციო ინსტანციაში და სასამართლოში შეიძლება. ხვალ ჩვენ სარჩელს მოვამზადებთ და შევიტანთ, – განაცხადა ჩორნოლუცკიმ.
ინტერპრესნიუსი

