სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება?

 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება?არაოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება იგეგმება. კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს და ჯერჯერობით უცნობია ტოვებს თუ არა სამთავრობო გუნდს ჯანელიძე.
არსებული ინფორმაციით, საბჭოს გაუქმების საკითხი საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში დადგა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს. დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება.