საპატრულო პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

საპატრულო პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნაშს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.

– ის არის ღირსეული ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, – განაცხადა მინისტრმა თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.

სპეციალურ ბრიფინგზე, მინისტრმა შს გუშინდელ სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალმა დირექტორმა პირობა დადო, რომ მოსახლეობაზე ზრუნვას გააგრძელებს და ამავდროულად, თითოეული პოლიციელის უფლებას დაიცავს.

– მე მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მოსახლეობაში ნდობისა და პატივისცემის დასახურება. მე გვერდით დავუდგები თითოეულ პოლიციელს, როდესაც საქმე მათ ღირსებას ეხება, მზად ვარ დავიცვა მათი უფლებები, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ალექსანდრე ხვადაგიანი შეცვალა.

პირველი