საფრანგეთში მუსლიმებს ქუჩაში ლოცვას აუკრძალავენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია “ხელს შეუშლის” მათ, ვინც საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ილოცებს. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

“ქუჩაში ლოცვები აღარ იქნება”- განაცხადა ჟერარ კოლონმა. მისი განმარტებით, მორწმუნეებს ლოცვისთვის სპეციალური ადგილი ჰქონდათ.

მედიის ცნობით, მინისტრი ამდგვარად 10 ნოემბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც პარიზის გარეუბანში 100-მდე ფრანგი პოლიტიკოსი მუსლიმების საჯარო ლოცვის  წინააღმდეგ გამოვიდა.

საფრანგეთში 5 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს.

იმედინიუსი