საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება

საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება“იმედის კვირის” ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება. ამ პოსტზე ის მამუკა ბახტაძეს შეცვლის.

განათლებით ეკონომისტი, 36 წლის დავით ფერაძე წარსულში თანაინვესტირების ფონდის შპს „მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ქართუ ჯგუფში.

13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინაფინანსთა მინისტრის პოსტი რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

იმედინიუსი