საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს აწამებენ – დაკავებულთა საბანკო ანგარიშებიდან 194 მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოხდა

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს აწამებენ - დაკავებულთა საბანკო ანგარიშებიდან 194 მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოხდასაუდის არაბეთში დაკავებული სახელმწიფო ელიტი წარმომადგენლებს, მათ შორის პრინცებს, დაკითხვის დროს აწამებენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. „მათ სცემენ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ,“- განაცხადა წყარომ, რომლის ცნობითაც წამებაში ამერიკული დაცვის სამსახური Academi მონაწილეობას, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის შემცვლელია. Academi-ის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.

გაზეთის მტკიცებით, დაკითხვებში შესაძლოა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მონაწილეობდეს. დაკავებულთა საბანკო ანგარიშებიდან 194 მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოხდა.

5 ნომბერს, საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. მათი დაკავების გადაწყვეტილება ეროვნულმა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მიიღო, რომელსაც კრონ-პრინცი მუჰამედ ბინ-სალმანი ხელმძღვანელობს. ამ უწყებას გამოძიების, დაკავების, თვალთვალის და იმ კერძო პირების პირადი ანგარიშების დაყადაღების უფლება აქვს, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილნი.

დაკავებულები დედაქალაქ ერ-რიადის სასტუმრო Ritz Carlton-ში განათავსეს. მანამდე, სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია გამოაცხადეს, რის შემდეგაც შენობაში მასშტაბურ კორუფციულ ქსელში ეჭვმიტანილები გამოამწყვდიეს.

იმედინიუსი