საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდა შესთავაზეს

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით დაკავებულ პრინცებსა და ყოფილ მინისტრებს გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. 

დაკავებულებს შორის არა მხოლოდ სამეფოს, არამედ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიც არიან. მათ შორისაა Forbes-ის რეიტინგში 22-ე ადგილზე მყოფი პრინცი ალ-ბალიდ იბნ თალალ ალ საუდი.

გამოცემის ცნობით, დაკავებულების ნაწილი თანახმაა, ხელისუფლების პირობას დათანხმდეს. თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდის გარდა, დაკავებულებმა მემკვიდრე პრინცის წინაშე ერთგულების ფიცი უნდა დადონ.

5 ნომბერს, საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. დაკავებულები დედაქალაქ ერ-რიადის სასტუმრო Ritz Carlton-ში განათავსეს. მანამდე, სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია გამოაცხადეს, რის შემდეგაც შენობაში მასშტაბურ კორუფციულ ქსელში ეჭვმიტანილები გამოამწყვდიეს.

იმედინიუსი