სერხიო აგუერომ თანაგუნდელები შეაქო

სერხიო აგუერომ თანაგუნდელები შეაქომანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტის ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მას შემდეგ რაც ის ამ გუნდში თამაშობს. სერხიოს თქმით ყველა მისი თანაგუნდელი შესანიშნავი ფეხბურთელია და მოედანზე მათ ერთმანეთის კარგად ესმით.

”ჩვენი სიძლიერის საიდუმლო გუნდურ თამაშში მდგომარეობს და ასეთი ძლიერი შემადგენლობა არასოდეს გვყოლია. ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და უმაღლესი მიზნები გვაქვს, როგორც ინგლისის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც”– განაცხადა სერხიო აგუერომ.