“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ თამაზ მეჭიაურის საცხოვრებელი სახლი თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში კეთილმოუწყობელია და თიანეთის მერი სამსახურთან ახლოს ბინას ეძებს.
– იდიოტები პროვოკატორები და მოსყიდული კუდის ჟურნალისტები და სააგენტო ხართ. 2008 წელს გუგავას საერთოდ არ გააჩნდა ბინა თბილისში და მაშინაც ,მანამდეც და დღესაც, კანონის თანახმად პარლამენტის აპარატი ასეულობით დეპუტატს უხდის ბინის ქირას,მარტო ქუთაისში ამ უსაქმურების საბინაო კომფორტი ათეულობით მილიონი დაჯდა უკვე, რაღა გუგავა გხვდებათ თვალში თქვე ბიძინას მლოკავებო.
მეჭიაურს პარლამენტის წევრობისას ქირასაც უხდიდნენ,მანქანებიც ემსახურებოდა, ათასობით ტონა ბენზინსაც უსხავდნენ,მობილურის ფულსაც ბიუჯეტი უხდიდა, უმაღლეს ხელფას-პრემიებსაც იღებდა, მივლინებებშიც დადიოდა,იარაღის ტარების უფლებითაც სარგებლობდა და რა წმინდანი გამოგყავთ აქ.უსინდისოები ხართ. გუგავები რომ მეტი გვყავდეს მერე იქნებოდა ზნეობა ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში,მაგრამ სანამ თქვენ ამას მიხვდებით ანტილოპა ისწავლის ფლეიტაზე დაკვრას, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

