შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აღნიშნულ თანამდებობას, სავარაუდოდ, ახალი მინისტრის პერიოდშიც შეინარჩუნებს.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია შალვა ხუციშვილის უწყებაში, მის მოადგილედ დატოვებას აპირებს.
გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შს მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ, შესაძლოა, ნინო ჯავახაძე დაინიშნოს, რომელიც გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროსაც მისი მოადგილე იყო. არაოფიციალური ცნობით, გახარია ჯავახაძის შს სამინისტროშიც გადაყვანის საკითხსაც აქტიურად განიხილავს.
მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ინტერპრესნიუსი

