სტაფილოს დიეტური ნამცხვარი ხაჭოს კრემით

სტაფილოს დიეტური ნამცხვარი ხაჭოს კრემითინგრედიენტები

ბისკვიტისთვის:

სტაფილო – 250 გრ.
შვრიის ფქვილი (დაფქვილი შვრიის ფანტელი) – 8 სუფრის კოვზი
2 კვერცხის ცილა
თაფლი 1 სუფრის კოვზი
ქოქოსის ფანტელი 1 სუფრის კოვზი

კრემისთვის:
უცხიმო რძე 300 მლ
2 კვერცხის გული
უცხიმო ხაჭო – 150 გრ.
თაფლი გემოვნებით

მომზადება:

კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. ფქვილი, ქოქოსის ფანტელი, გახეხილი სტაფილო და თაფლი ერთმანეთში აურიეთ და შემდეგ ეს მასა ნელ-ნელა შეურიეთ ცილაში. მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და ღუმელში 200 გრადუსზე აცხვეთ 15 წუთი, შემდეგ ნამცხვრის ფენა ამოატრიალეთ და კვლავ აცხვეთ 5 წუთი. გაგრილებული ნამცხვრის ფენა დაჭერით რომბებად.

კრემისთვის: ათქვიფეთ კვერცხის გული დაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, როდესაც ადუღებამდე მივა გადმოდგით ცეცხლიდან შეურიეთ გემოვნებით თაფლი, ოდნავ შეგრილების შემდეგ ბლენდერში ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როდესაც მთლიანად გაგრილდება შეურიეთ ხაჭო და კვლავ ათქვიფეთ.

მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის პატარა ნაჭრებს და 2-3 ცალი ერთმანეთზე დააწებეთ. უმჯობესია თუ ნამცხვარს ერთი ღამით მაცივარში გააჩერებთ.

ნიუპოსტი