სულიკო კედელაშვილი, იგივე ნუგზარ ჭონქაძე, რომელიც სოციალური ქსელში ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაშია მხილებული, მედიასთან მისი მისამართით არსებულ კითხვებზე პირველად საუბრობს.
სულიკო კედელაშვილი ადასტურებს, რომ მას თამაზ თამაზაშვილთან ნაცნობობა აკავშირებს.
– მე ვმუშაობდი უსაფრთხობის სამსახურში. დიახ, ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს, – განაცხადა ჭონქაძემ “რუსთავი 2″-თან საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მას რეკომენდაცია კახი კალაძემ გაუწია.
რაც შეეხება სოციალურ ქსელს, ჭონქაძე აღნიშნავს, რომ გვერდი საზოგადოებისთვის შეიქმნა, რადგან მათ ხისტი განცხადებების გაკეთება ესაჭიროებოდათ.
– ეს გვერდი შეიქმნა 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს და რა სიტუაციაც სუფევდა, ის ძალადობა, რომელზეც ახლა ძალიან ბევრი საუბრობს, მაშინ ვერ საუბრობდა, იყო ასეთი შეზღუდვები და საზოგადოებას სჭირდებოდა რამე ისეთი ხისტი გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებდა. ეს ყველაფერი, რასაც ახლა აჟიტირებს პრესა, აჟიტირებს პოლიტიკური პარტიები, იყენებენ თავისთვის, ეს არის სუყველაფერი ფარსი და ყველაფერი მოგონილია. ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს. თუ რომელიმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, შეუძლია მიბრძანდეს სასამართლოში და სამართლებრივად გავარჩიოთ ეს საქმე, – განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.
ის ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურში 1995 წლიდან 2007 წლის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სტრუქტურაში, „პროგრეს ბანკში” იგივე განხრით განაგრძო მუშაობა.
ოპოზიცია ნიკოლოზ ჭონქაძეს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და კახა კალაძეს მისი სხვა კანდიდატურით შეცვლას სთხოვს. თბილისის მერი კი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.
ნიუპოსტი

