გვანცა ჯობავამ საბავშვო ევროვიზიაზე ქართული ჟიურის შემადგენლობა გაარკვია და ფეისბუქზე ასეტი პოსტი დადო:
“დიდი ხნის ძებნის შემდეგ გავარკვიეთ: მომღერალი სოფო გელოვანი, კომპოზიტორი ზაზა წურწუმია, სტუდია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე და ორი 15 წლის მოზარდი.
(ზაზა შენგელიამ გააკეთა განცხადება, და აღმოჩნდა, რომ ამ ლინკზე მოხმობილი სხვა ადამიანები, მხოლოდ პირველი ეტაპის, ნაციონალური კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ).
ესენი გახლავთ ის ხალხი, ჟიურის წევრები, რომელმაც საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს წააგებინეს, თუმცა უფრო უარესი, რუსეთს, მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში საკუთარი დროშა ააფრიალებინეს!
საერთოდ არ მაინტერესებს აქამდე რა შეგიქმნიათ, არ მაინტერესებს რა ნიჭს ფლობთ, დღეს ჩვენ გვრცხვენია თქვენ ნაცვლად!!!!!!! დღეს თქვენ ტალახის ღირსი ხართ!!!!!!
P.S. არ დამიწყოთ ჭეშმარიტ ხელოვნებაზე საუბარი.”

