ტერეზა მეი პუტინს – ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ

ტერეზა მეი პუტინს - ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“.
– რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი პუტინისადმი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა უნდა შეარჩიოს და არა ის გზა, რომლითაც მოხდა ყირიმის ანექსია და ევროპის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება.
– რუსეთი შეიძლება გახდეს დასავლეთის ღირებული პარტნიორი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესების მიხედვით ითამაშებს, – აღნიშნა მეიმ.
მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე და განხეთქილებისა და კიბერშეტევის კამპანიას მიზანმიმართულად ატარებდა.
– ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას, – დასძინა მან.

ინტერპრესნიუსი