თაკო ჩარკვიანი – “ჯანსუღის დაზღვევა ამოიწურა და ოჯახი ვაფინანსებთ მის ავადმყოფობას – (არავითარი წუწუნი – არავითარი)… ჩვენ არაფერს ვითხოვთ”

თაკო ჩარკვიანმა ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა:

“ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება, რა თქმა უნდა ეს განცხადება არა კეთილისმოსურნე ადამიანებს ეხებათ- ვაცხადებ: არსად არ გამიცხადებია,, რომ რაიმე თანხას ვითხოვთ ჯანსუღის ავადმყოფობის გამო, არც საყვედური დამცდენია სადმე და არც ქილიკით გვითქვამს სადმე ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ ჟურნალ ” სარკის ” ჟურნალისტმა მკითხა; ვინ აფინანსებს ჯანსუღის ავადმყოფობასო და მე ვუპასუხე ,რომ დაზღვევა ამოიწურა – პაკეტი და ჩვენ- ოჯახი ვაფინანსებთ მის ავადმყოფობას- (არავითარი წუწუნი- არავითარი ) ეს არის და ეს- ტყუილს ხომ არ ვიტყოდი, როგორც არის ისე ვთქვი- რა ხდება ვერ გავიგე?!- ჩვენ არაფერს ვითხოვთ ღმერთმანი – სრულიად არაფერს-
“ოღონდაც ფრთხილად
ძვირფასებო,ფრთხილად
ოღონდაც,,,ეს დედამიწა
ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება
თქვენი გოლგოთა
და აღარავინ , არ იქნება
მიმტევებელი
ჯ. ჩ.
ეს განცხადება ჩემი ფ.ბ-ს მეგობრებს არ ეხებათ- მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა დიდი სიყვარულისთვის – დამებრუნებიოს”