თამარ ჩერგოლეიშვილი: „ჩემი მანქანა მოსიარულე ეკლესიას ჰგავს“

– ჩემი მანქანა მოსიარულე ეკლესიას ჰგავს შიგ იმდენი ხატი, ლოცვათა კრებული და სანთლებია (შუქნიშნებზე შეძენილი).

იქვე, რასაკვირველია არის სამი წყვილი და ერთი ცალი ფეხსაცმელი, ორი ლიმონი (ასევე შუქნიშანზე ნაყიდი), ორი ცალ-ცალი წინდა, 25 სანთებელა, მარლბოროს 15 ცარიელი კოლოფი და მისაწებებელი ლიფი, რომელიც არასოდეს იყიდოთ – იმიტომ რომ უვარგისია (გზაში მოვიხსენი და მას მერე იქ გდია), მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს კარადას დაამსგავსებდა მანქანას.

ამ ქაოსით გამოწვეული შეშფოთების გასანეიტრალებლად, ეგრევე აინშტაინის სამუშაო მაგიდის ფოტოს ვგუგლავ, მერე რა რომ ის აინშტაინია და მე – არავინ! – წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.