თიანეთის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურობით გამოირჩევა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეჭიაური, გუშინ თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში საბოტაჟზე წერდა, დღეს, ,,მასკარადზე“ საუბრობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალოდნელდაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას.
– მასკარადი გრძელდება და მასში უკვე გარედან აპირებენ ჩარევას! ახალი მერის მოსვლამდე ერთი დღით ადრე, თიანეთში აპირებენ მიფუჩეჩებული ობიექტების გახსნას… რის დემონსტრირებას ემსახურება ყოველივე ეს?
ყაზბეგი უკვე გაინაღდეს? ქუცნაშვილის მარიონეტებს პატივს ვერ ვცემ! იმედია, არ მომიწევს ხელისუფლებიდან ზაქროს მარიონეტებისთვის ღიად დაპირისპირება!
თიანეთის გამგეობასა და საკრებულოში იწყება ახალი, საბოტაჟის ეტაპი, ესაც გაივლის…
თიანეთში ინტრიგების ხლართვას, ყაზბეგს მიხედე, თორემ იქიდანაც გამოგაპანღურებენ, – წერს თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში.

