უკრაინიდან დეპორტირებული თამაზ შავშიშვილი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მის დაკავებას იხსენებს და აცხადებს, რომ ის სახლში აიყვანეს, დაკავების წინ კი იარაღი ჩაარტყეს სახეში, ძირს დააგდეს და ფეხებით ურტყამდნენ.
შავშიშვილი ასევე ამბობს, რომ ამის შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. “სახლიდან მომიპარეს”, – ამბობს შავშიშვილი და დასძენს, რომ მას 2024 წლამდე ჰქონდა უკრაინაში ყოფნის უფლება, ახლა კი 3 წლიანი დეპორტაცია გაუკეთეს.
რაც შეეხება დანარჩენ დეპორტირებულებს, შავშიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 10 ქართველია დეპორტირებული და ისინი უკრაინელმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.
უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, 17 ნოემბერს რამდენიმე ქართველი დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს.
იმედინიუსი

