თემურ თორდინავა – ”ჯერ თანამდებობაზე ვრჩები”

თემურ თორდინავა - ”ჯერ თანამდებობაზე ვრჩები”თბილისის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ ჯერ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

– საკადრო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ასე რომ, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, – განაცხადა თემურ თორდინავამ და დასძინა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზად არის კახა კალაძის გუნდთან ითანამშრომლოს.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

იმედინიუსი