თურქეთის პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცათურქეთის პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა.ადგილობრივი მედიის ცნობით, უშიშროების ძალები ქვეყნის 30 პროვინციაში დაკავების ოპერაციას ატარებენ. მათ, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი.შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.

სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.

15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.

15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 40 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან საქმიანობა შეუჩერეს 120 000-მდე ადამიანს.